თანამდებობრივი დანაშაული- “იმის თქმა, რომ ხალვაშს სახელმწიფო დაურეგისტრირებს რ2-ს ევროპული კონვენციის დარღვევაა”- გვარამია წულუკიანს სტრასბურგის გადაწყვეტილების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს, როდესაც აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშს უკვე შეუძლია კომპანიის თავის სახელზე დარეგისტრირება. გვარამიას თქმით, სანამ “რუსთავი 2” არ გამოიყენებს გასაჩივრების უფლებას და არ იქნება ამ საჩივარზე გადაწყვეტილება მიღებული, “რუსთავი 2”-ის სხვა მფლობელზე დარეგისტრირება არა მხოლოდ უკანონო, არამედ თანამდებობრივი დანაშაული იქნება:
„მე მივმართავ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, არასწორი ინტერპრეტაციია და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა დანაშაულებრივი, მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს.

იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ შემთხვევაში გასაჩივრებას, განიხილავს და დაადგენს, რომ მაგალითად ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად. ამ შემთხვევაში თუ დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაში და თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ახლა ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტირირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული კონვეციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაული.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ

banner
წინა სტატიაში“გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია”- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
შემდეგი სტატია“სტრასბურგის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო ხელისუფლებისთვის, ეს აჩენს შეკითხვებს ეროვნული მოსამართლის მიმართ”- ნიკა გვარამია