თანამდებობის პირებისათვის პრემიის აღების ამკრძალავი პროექტის წინააღმდეგ ხმა ლევან ბერძენიშვილმა, მალხაზ წერეთელმა და ზვიად ძიძიგურმა მისცეს

მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების ამკრძალავი პროექტი პარლამეტში, კენჭისყრის შედეგით: 44 – მომხრე, სამი – წინააღმდეგი, ჩავარდა.
კენჭისყრის მონაცემების მიხედვით, ინიციატივის პირდაპირ წინააღმდეგ ლევან ბერძენიშვილი, მალხაზ წერეთელი და ზვიადი ძიძიგური წავიდნენ.
ამასთან, პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ, მაგრამ აღნიშნულ კანონპროექტზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და პროექტს მხარი არ დაუჭირეს: ნუკრი ქანთარიამ, ოთარ ჩრდილელმა, გუგული მაღრაძემ, ლუკა კურტანიძემ, გია ვოლსკიმ, ეკა ბესელიამ, თამარ კორძაიამ, ვახტანგ ხმალაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ, გიგა ბუკიამ, პაატა კვიჟინაძემ, გიორგი კახიანმა, ზურაბ ტყემალაძემ, დემურ ბაშალეიშვილმა და გიორგი გაჩეჩილაძემ.
დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებდა, პარლამენტმა მეორე მოსმენით განხილვისას ჩააგდო.

banner
წინა სტატიაში,,ამ განჩინებით დვალი განარიდეს პროცესებს და ვულოცავ, იქნებ გადარჩეს”
შემდეგი სტატიარუსეთი დაინტერესებულია, რომ სირიის საკითხი რაც შეიძლება მეტ ხანს არ იქნეს გადაწყვეტილი