,,თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულზე მქონდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე აპირებდა, რის შესახებაც მაშინ ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა.

ამის შესახებ ბახტაძემ გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საბოლოო კონსულტაცია მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდთან გუშინ ჰქონდა.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამის შესახებ პირველი საუბარი მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ბუნებრივია, ეს საუბრები გრძელდებოდა. მე გუშინაც მქონდა საბოლოო კონსულტაცია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. ის საფუძველი და მიზნები, რაც იყო ჩემი ამ პოსტზე წარდგენისას, არის მიღწეული. სტრატეგიული განვითარების ჩარჩო არის შექმნილი და დანერგილი. ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მე მამოძრავებდა და ამ მიზნების მისაღწევად მომცა გუნდმა მანდატი და ნდობა, მიღწეულია“, – განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში,,სიღარიბის დაძლევის ტემპები დარჩა ისევ ისეთი, როგორიც იყო,ბახტაძემ ეს თავისი პასუხისმგებლობის თემად ჩათვალა და ამას უკავშირება მისი გადადგომა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი პოლარიზაციის შესამცირებლად და 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს შეჯიბრი პროგრამების, იდეების და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილში