თანამდებობის ბოროტად გამოყენება – კვლევა კორუფციაზე

კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კორუფციის თემაზე მოამზადა, ერთ-ერთ პრობლემად თანამდებობის ბოროტად გამოყენება სახელდება. დოკუმენტს ორგანიზაცია დღეს გაასაჯაროებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, თუმცა აცხადებენ, რომ მოსახლეობა არ არის ინფორმირებული ზოგადად კორუფციის შესახებ.

„კვლევის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ წვრილმანი კორუფციის დონე საქართველოში არის დაბალი, თუმცა აქ უფრო პრობლემა არის ის, რომ მაღალი კორუფციის ან თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები ეს არის ის სფერო, რომელიც ყურადღებას საჭიროებს,“-განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.

ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კორუფციული გარიგებების შესახებ.

banner
წინა სტატიაში“იქნება დაძაბული შეჯიბრებითობა, პაექრობა, არ გამოვრიცხავ ჩხუბსაც კი, იმ პარლამენტში, რომელშიც შევდივართ”
შემდეგი სტატიამაჟორიტარული სისტემის გაუქმება – უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა