„თანამდებობა ხალხის ძარცვის ინდულგენციას არ აძლევს – ეს ყველა ხელისუფლებას ეხება”

„თანამდებობა ხალხის ძარცვის ინდულგენციას არ აძლევს – ეს ყველა ხელისუფლებას ეხება, მითუმეტეს როდესაც ასე ძალიან გვინდა რომ დასავლეთს დავემსგავსოთ.

დემოგრაფიული კატასტროფა, ქვეყნიდან წასული მოსახლეობა, სიღარიბე, გაზრდილი ინფლაცია, ლარის კურსი – აი ეს უნდა ყოფილიყო „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამოწვევა 2016 წელს და რა თქმა უნდა დაძლეული.

თუმცა, 2012 წელსაც იყო პირობა – სამართლიანობის აღდგენა – და ვხედავთ როგორმა უსამართლობამაც დაისადგურა.
2018 წელი საერთოდ რადიკალური ცვლილებების წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გავიდა ერთი წელი და ყველაფერი თავდაყირა დადგა.
მოკლედ, „ოცნების“ ხელისუფლების ყველა წინასაარჩევნო დაპირება სრული ფიასკოთი დასრულდა და არ შეიძლება შვიდი წელი იმაზე საუბრობდე, რომ კარგი იყო 2012 წელი.

დიახ, 2012 ნამდვილად კარგი წელი იყო, „ნაციონალების“ მმართველობა დასრულდა,
მაგრამ თუ დღეს უკვე „ოცნების“ ხელისუფლება გახდა ხალხისთვის პრობლემა, ცვლილება ნამდვილად იქნება, მაგრამ არა სააკაშვილის მეშვეობით!

რადგან, სააკაშვილმა ყველა რესურსი ამოწურა, აბსოლუტურად აცდენილია არსებულ რეალობას და რაც მთავარია, ის აღარც „ნაცებს“ სჭირდებათ და „აღარც ევროპულ საქართველოს. “-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშისამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს