2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გიორგი ბაჩიაშვილი გაათავისუფლეს.

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

banner
წინა სტატიაშირა ამოიღო გამოძიებამ ელისო კილაძის საცხოვრებელი სახლიდან
შემდეგი სტატიანიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება