„თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

„ორშაბათს ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, ლუგარის ლაბორატორიის კვლევის თანახმად Covid-19 დაუდგინდა. მას შემხებლობა ჰქონდა დაახლოებით 10-მდე თანამშრომელთან და ისინი იდენტიფიცირებული არიან, კონტაქტები სრულად დადგენილია და ყველა იმყოფება თვითიზოლაციაში. ამ 10-მდე ადამიანს ამჟამად არც ერთს არ აქვს სიმპტომატიკა. ყველა კარგად გრძნობს თავს. ლუგარის ლაბორატორია ტესტს არ ჩაატარებს, სანამ სიმპტომები არ გამოუვლინდებათ. რაც შეეხება ჩვენს ინფიცირებულ თანამშრომელს, როგორც კი გაიგო, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ისეთ პირთან, რომელსაც ლაბორატორიულად დაუდგინდა Covid-19, მაშინვე გადავიდა უკვე თვითიზოლაციაში და სამი-ოთხი დღის განმავლობაში არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონია არავისთან“, –აცხადებს „თანაინვესტირების ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნუცა ქისტაური.

ნუცა ქისტაურის თქმით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ფონდის 10-მდე თანამშრომელი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. არც ერთ მათგანს ვირუსის სიმპტომი არ აღენიშნება, შესაბამისად არც ტესტი ჩატარებიათ.

როგორც „თანაინვესტირების ფონდში“ აცხადებენ, მათი ინფორმაციით, დაინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნება დაბალი ტემპერატურა და გართულებები არ აქვს. ფონდში ასევე განმარტავენ, რომ ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ამჟამად დაკეტილია.

banner
წინა სტატიაში600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე სამი თვით გადასახადისგან გათავისუფლდება
შემდეგი სტატია13 500 პირბადის შეკერვა მიმდინარეობს