თანა ბოკუჩავა – მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე ლექციებს უნდა კითხულობდეს დემოკრატიაზე, ის გაიტაცეს აქციიდან

“ნაიცონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი თინ ბოკუჩავა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფება, სადაც მისი მუეღლე, კოტე იოსელიანი გადაყვანილი.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, სამართალდმაცაველებმა მისი მეუღლე უკანონოდ დააკავეს.

“მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე ლექციებს უნდა კითხულობდეს დემოკრატიაზე, ის გაიტაცეს აქციიდან. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოატყუეს, რომ ის არ არის დიღმის სამმართველოში, საბოლოოდ აღიჩნდა, რომ აქ არის. მალავენ ადამიანს, რომელიც უკანონოდ გაიტაცეს, ადვოკატს არ უშვებენ მასთან. ივანიშვილის რეჟიმმა საბოლოოდ აიღო თავზე ხელი”,-აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

თბილისის საკრებულოსთან გამართიულ აქციაზე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საკრებულოს შენობაში ძალით შესვლას ცდილობდნენ, რვა ადამიანი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოს წინ დაკავებულებთან ადვოკატს, საშვთან დაკავშირებული პრობლემის გამო, არ უშვებენ
შემდეგი სტატია,,ალიბეგაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არ შეუშვა ის ადამიანები,”