ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის განცხადებით, 2018 წელს ჩამოწერილი სესხი 2026 წელს კვლავ გადასახდელი გახდა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
მისი თქმით, 2015 წელს „ბაზის ბანკიდან“ აღებული სესხის შეუსრულებლობის შემდეგ, 2018 წლის ვალების განულების პროგრამის ფარგლებში შეტყობინება მოვიდა, რომ ვალდებულება ჩამოეწერა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ პოლიციიდან შეიტყო, რომ 2019 წელს მის წინააღმდეგ დაუსწრებელი სასამართლო ჩატარდა, რის შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ ახლა, 7 წლის შემდეგ მიაწოდეს.
მუსერიძე აღნიშნავს, რომ უწყება არც მისამართზე, არც ტელეფონსა და ელექტრონულ ფოსტაზე არ მიუღია. ტელეწამყვანი სასამართლოში სარჩელის შეტანასა და საკუთარი უფლებების დაცვას გეგმავს. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გამოხმაურებებით ირკვევა, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში ათობით სხვა მოქალაქეც აღმოჩნდა, რომლებსაც სესხები ჩამოწერილი ეგონათ, თუმცა დღეს დავალიანების დაფარვას სთხოვენ.
















