თამუნა აქსანდერის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ კლუბი დღეს, 5 დეკემბერს მომსწრეთა გარეშე დალუქა

KHIDI-ს თანადამფუძნებლის, თამუნა აქსანდერის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ კლუბი დღეს, 5 დეკემბერს მომსწრეთა გარეშე დალუქა. აქსანდერი წერს, რომ მას კლუბის დალუქვის შემდეგ დაურეკეს.

“გუშინ ხალხის და ჟურნალისტების გამო შრომითი ინსპექცია წავიდა, დღეს მისულან და პოსტ ფაქტუმ დამირეკეს დაგილუქეთო, ყველანაირი მომსწრის გარეშე უკანონოდ დაგვილუქეს! შეკითხვაზე, რატომ არ დამირეკეს მითხრეს რომ მირეკავდნენ, შემიძლია დავდო სქრინი 11:35 ზე დარეკეს ზარი ვერ გავიგე და 11:39 ზე გადაურეკე და დალუქულიაო.

ვიღაცას ინტერესები აქვს ხიდი-ს განადგურების ან ხელში ჩაგდების. ვერ მოგართმევთ ნამდვილად!” – წერს აქსანდერი.

banner
წინა სტატიაშიექიმი ნინო გოგორიშვილი – 2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, ძილის პრობლემების გამო დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები, ყველა დოზა იყო მინიმალური და დასაშვები
შემდეგი სტატიავასო ურუშაძე: ,,ავიაკომპანიის გაჩერება მიუღებელია“