თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის უდანაშაულოდ ცნობაზე – იმედგაცრუებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით – რას ვეუბნებით სხვა ქალებს?!

ძალიან იმედგაცრუებული ვარ აღნიშნული გადაწყვეტილებით, რადგან საქმეში იმაზე მეტი მტკიცებულებაა, ვიდრე სხვა მსგავს მუხლზე არსებულ საქმეებში, – ამის შესახებ ისნის რაიონის საკრებულოს ბიუროს სპეციალისტმა, თამთა თოდაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოდ ცნო.

მისი შეფასებით, ილია ჯიშკარიანის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ყოფილი დეპუტატი უდანაშაულოდ ცნო, მისთვის გასაკვირი არ ყოფილა არსებული სასამართლო სისტემის ფონზე.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ აღნიშნული გადაწყვეტილებით, რადგან საქმეში იმაზე მეტი მტკიცებულებაა, ვიდრე სხვა მსგავს მუხლზე არსებულ საქმეებში. თუმცა, ამ სასამართლო სისტემისგან ნამდვილად არ გამკვირვებია ასეთი განაჩენი”,- აღნიშნა მან.

როგორც თოდაძემ აღნიშნა, მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„გულწრფელად, რომ გითხრათ, სააპელაციო სასამართლოს იმედი ნამდვილად მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ის მტკიცებულება, რაც აღნიშნულ მუხლზეა საჭირო, რეალურად ადასტურებს რა მოხდა. მართლა გულწრფელად იმედგაცრუებული ვარ იქიდან გამომდინარეც, რომ ამდენი მტკიცებულება მოვიყვანეთ და რას ვეუბნებით სხვა ქალებს?! – სამი წლის განმავლობაში ვიბრძვი სიმართლისთვის, ეს თავდაპირველად ჩემი ბრძოლა იყო და შემდეგ გადაიზარდა ქალების ბრძოლაში, რადგან ყველა ქალი გვერდში დამიდგა. ეს არის სერიოზული, მწვავე პრობლემა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია. საქმეში, სადაც არის ექსპერტიზის ყველა დასკვნა, არსებობს დე-ენ-ემი და ყველა მტკიცებულება, რას ვეუბნებით ქალებს? – ქალებო, არ ამოიღოთ ხმა, მამაკაცებო, მიდით, იძალადეთ?!“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

banner
წინა სტატიაშიდანია საქართველოში საელჩოს გახსნის
შემდეგი სტატიაროგორ შეიძლება, ადამიანების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მუდმივად ასეთ უზნეო შეტევას აკეთებდნენ? – ამ უზნეოთა შორის არის პოდოლიაკიც – ვოლსკი