თამთა მურადაშვილი: მოპასუხე მხარე არის პრობლემის ძირითადი წყარო

თამთა მურადაშვილი

tamta muradashvili“პრობლემის ძირითადი წყარო ვითომ გვთავაზობს დახმარებას და სურთ გამოაჩინონ, რომ კომპანიას თითქოსდა ზიანს ყარამანიშვილები აყენებენ,”- ასე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებას.

მურადაშვილი ამბობს, რომ მოპასუხე მხარე არის პრობლემის ძირითადი წყარო.

“მე ვფიქრობ ბატონი პაატას განცხადებით დასტურდება ის, რასაც ბატონი ყარამანიშვილები ამბობდნენ და რასაც ჩვენ ვფიქრობდით. პრობლემის ძირითადი წყარო ვითომ გვთავაზობს დახმარებას და ამ პროცესში ჩნდება, რომ თითქოსდა ჩვენ ვართ კომფროტაციაში. ამ სიტუაციაში მათ სურთ გამოაჩინონ, რომ ყარამანიშვილები არიან კომფრონტაციაში და თითქოს ისინი ზიანს აყენებენ კომპანიას. მემგონი საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია,”- აცხადებს მურადაშვილი

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება სამაუწყებლო კომპანიას ოფიციალურად არ ჩაბარებია.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია რუსთავი 2-ის მფლობელების განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი შიმშილობას იწყებს