თამთა მურადაშვილი: 10 ივნისი არის მართლმსაჯულების პანაშვიდის დღე

სამაუწყებლო კომპანია

“რუსთავი 2” – ის იურისტი ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ “რუსთავი 2” – ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის წილების 60 % ქიბარ ხალვაშის მფლობელობაშია. 40 % კი კომპანია პანორამას, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ასევე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

“ვფიქრობ, დღეს არის 10 ივნისი და არის მართლმსაჯულების პანაშვიდის დღე. მე სპეციალურად შავებში ვარ დღეს იმიტომ, რომ ველოდი ამ გადაწყვეტილებას და მინდოდა, მიმესამძიმრებინა ქართული საზოგადოებისათვის, რომ დღეს ფაქტობრივად გარდაიცვალა მართლმსაჯულება,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: სამწუხაროა, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება და არა – “რუსთავი 2”-ს
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი