თამთა მურადაშილი: დღეს ფაქტობრივად გარდაიცვალა მართლმსაჯულება

“რუსთავი 2”-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებას, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატები არ დასწრებიან. როგორც თამთა მურადაშვილმა განაცხადა, ის სხდომათა დარბაზში არ დაუშვეს. „პირველი ინსტანციის “მოსამართლე” თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. დღეს არის 10 ივნისი და ვფიქრობ, არის მართლმსაჯულების პანაშვიდის დღე. პანაშვიდზე ვართ მოსულები, მე განგებ შავებში ვარ დღეს, იმიტომ, რომ ველოდი ამ გადაწყვეტილებას და მინდოდა მიმესამძიმრებინა ქართული საზოგადოებისათვის, რომ დღეს ფაქტობრივად გარდაიცვალა მართლმსაჯულება,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაში ამ ბრძოლაში მოიპოვებს გამარჯვებას
შემდეგი სტატია“ამას სამართალთან არაფერი აქვს საერთო “- შალვა შავგულიძე რუსთავი 2-ის საქმეზე