“გია გარდაეცვალა, ხარჩილავა წალენჯიხას.მეც გარდამეცვალა, მაგრამ წალენჯიხას რომ დააკლდება ისე ვერავის და არავის.
ბოლოს წალენჯი ხის მერად მუშაობდა, მაგრამ მისი მთავარი თანამდებობა ამ ქალაქის სიყვარული იყო.
-იცი, სამჯერ გაიზარდა სპორტზე მოსიარულე და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა, – ამაყად და სიხარულით ამას რომ მეტყოდა, მერე უცებ ის ბავშვები ახსენდებოდა, მეორეკლასელები, ვისი კვების დაფინანსებაც ასე უნდოდა და სიხარულსაც ვერ ირგებდა, ხმა უწყდებოდა.
ბოლო საუბრისას მითხრა, რომ აწი შეცდომების დაშვების აღარ ეშინია.
არ ვიცი რა იგულისხმა, ვიფიქრე მერე ვკითხავდი.
ვეღარ ვკითხავ.
სულ მპირდებოდა, რომ ერთ დღესაც დავსხდებით და ყველაფერს მანდობს, რაც სტკივა და რაც უხარია, რა გზა გაიარა და როგორ – ვერც ეგ მოვასწარით.
ვინ იფიქრებდა, რომ მისი ისტორიის ნაცვლად, ერთ დილით დავწერდი: – გია გარდაიცვალა, ხარჩილავა.
დღეს ერთით ნაკლები მეგობარი დამრჩა.
წალენჯიხას გარდაეცვალა კაცი, რომლის მთავარი პროფესია და თანამდებობა წალენჯიხის სიყვარული იყო,-წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა. “ალია” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.