“მეუფე ისაიას განათლებას ვინც აყენებს ეჭვქვეშ, ის ილია მეორის ნებას და გადაწყვეტილებას უარჰყოფს, გამოდის.
დებულების მიხედვით, მღვდელმთავარი ვერ გახდება პირი, ვისაც არ აქვს საღვთისმეტყველო და საერო განათლება.
ილია მეორემ ისაიას 2000 წელს მიანიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს — მიტროპოლიტის წოდება.
2017 წელს უმაღლესი საეკლესიო ჯილდო გადასცა.
ხოდა, ახლა, პატრიარქის არჩევისას, სადაც ასევე წერია დებულებაში რომ უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება, ითხოვე დიპლომს.
ეს დიპლომი სულ არ წერია იქ.
ილია მეორემ ჩათვალა რომ ისაიას ჰქონდა საღვთისმეტყველო განათლება და გახადა მიტროპოლოტი.
თქვენ ახლა ამბობთ, რომ არ აქვს საღვთისმეტყველო განათლება.
დაარღვია დებულება ილია მეორემ?
გაუნათლებელი იყო და ვერ მიხვდა?
2000 და 2006 წელს უძლურად იყო და მოტყუვდაო, ვერ იტყვით!
ხოდა, რაშია საქმე?
სიტყვებით თამაშობთ?
სადმე წერია ჩაშლილად რა ტიპის საღვთისმეტყველო განათლებას მიიჩნევთ ლეგიტიმურად?
ილია მეორეს არ ენდობით, გავიგე, ბატონო, ხოდა, სად წერია, აბა, დიპლომზე რამე დებულებაში? განათლების ტიპზე?
ისე, ეგ დებულებაც თქვენი მოგონილია, ბიბლიიდან კი.არაა აღებული, აგერ, რამდენიმე ათეული წლის წინაა ბოლო ვერსია დაწერილი!
პ.ს.
მეუფე ისაიას მომხრე არ ვარ, ჯერ არავისი მომხრე ვარ პრინციპში, მაგრამ თუ ილია მეორეს ითვალისწინებთ, 2006 წელს გითხრათ, აქვს საღვთისმეტყველო განათლება და ვსვამ მიტროპოლიტადო და გაქრა ის განათლება სადმე? თუ არ ითვალისწინებთ ილია მეორეს და რას და ვის ითვალისწინებთ რომ თქვათ!პ.ს.ს
ისე, მიტროპოლიტს რომ საღვთისმეტყველო განათლებაც უნდა ჰქონდეს და საეროც, ეპარქიის საბჭოს წევრთა მესამედი რომ საერო პირია, გაერთიანებულ საეკლესიო კრებას რომ ეპარქიიდან თითო საერო წევრი ესწრება და ასევე დელეგატები საზოგადოებიდან, ესეც არ მიგანიშნებთ, რომ ერის საქმეცაა, ვინ იქნება ბერის მესაჭე?,-წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა


















