თამო კეშელავა – მაგიდასთან ყველაზე ჭირვეული “ქართული ოცნება” იყო

“ყველაფერი თანხვედრაშია!

ის რომ დანიელსონი ორჯერ შეხვდა ოცნებას და ოცნებას წინასწარ გააცნო თავისი დოკუმენტი, მეტიც, სწორედ ოცნების წინადადებები შეიტანა მასში, არ იყო შემთხვევითი – როგორც ჩანს, სწორედ ოცნება იყო ყველაზე ჭირვეული ბავშვი მაგიდასთან!

ამ ჭირველ ბავშვს შეუსრულა სწორედ ყველა სურვილი, ბოლოჯერ დატესტა და მერე დაგვიბარა, ახლა ფურცელი თქვენ უნდა გადაშალოთო, მაგრამ ასე არ იქნება!

არ დაგვტოვებს დასავლეთი ექვსთა კავშირში!

ხელები პილატემაც დაიბანა!

აწი ვიხილავთ იმ კადრებს, რომლებსაც არ გაასაჯაროებდნენ, სანამ მოლაპარაკების შანსი არსებობდა!

პოზნერის ჩამოსვლა არის კანონის დარღვევა და თუ ბევრჯერ ჩამოვიდა, ბევრჯერ დაურღვევია კანონი! გინდ რუსი იყოს, გინდ ფრანგი და გინდ ამერიკელი, უკანონოა და მორჩა!

სახლში გამოკეტილი ხალხის დასანახად, პოლიცია ერთი სასტუმროდან მეორეში აცილებს მოქეიფეებს და ამას გამართლება არ აქვს!

საოკუპაციო ხაზთან რუსი ჯარისკაცები დაედევნენ საქართველოს მოქალაქეს, ესროლეს, დააკავა პოლიციამ, გააშვებინეს და მერე გვითხრას, არ დაგვიკავებია, შევაჩერეთო!

ჩვენ მიწაზე, ჩვენ მოქალაქეს ესროლეს და არ დაგვიკავებიაო, თავს იმართლებდნენ! იქეთ მოუხადეს ბოდიში!

ხელის დაბანა, ხელის დაბანას სულაც არ ნიშნავს ხშირად და ის რაც აწი დაიწყება, მთლიანად “ოცნების” კისერზეა”- წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი მეგობრების
შემდეგი სტატიაელისაშვილი – მადლობა მათ, ვინც პოზნერს ანგელოზები დაუფეთა და პირიდან ლუკმა გააგდებინა