თამბაქოს ფასი 28-დან 35 თეთრამდე გაიზარდა

სიგარეტის გადაგდების გამო მოქალაქე ჯარიმდება?

სიგარეტის გადაგდების გამო მოქალაქე ჯარიმდება?თამბაქოს ფასი 28-დან 35 თეთრამდე გაიზარდა. 2016 წლის 1-ლი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთმა ფიქსირებული 20 თეთრით და ღირებულების 5%-ით მოიმატა.

კერძოდ, თუ სიგარეტის ღირებულება ლარს და 50 თეთრს შეადგენდა, მისთვის აქციზის განაკვეთი 28 თეთრით გაიზარდა, 2-ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში – 30 თეთრით, 2.5 ლარის ღირებულების სიგარეტის შემთხვევაში – თანხას 33 თეთრი დაემატა, ხოლო 3-ლარიანი სიგარეტი 35 თეთრით გაძვირდა.

სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, რომ ფასები ორშაბათიდან, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციზის განაკვეთის მორიგი ზრდა განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით, რომელიც ეტაპობრივად ითვალისწინებს აქციზის გადასახადის მატებას თამბაქოს პროდუქციაზე.

banner
წინა სტატიაშიპროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს