თამბაქოს კონტროლის კანონპროექტი დამტკიცდა – რეგულაციები 2018 წლიდან ამოქმედდება

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 დეპუტატი 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონი ძალაში 2018 წლიდან ნაწილ-ნაწილ შევა. კონკრეტულად კი, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდება სიგარეტის კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების, ე.წ. პიქტოგრამების დატანა. 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში. ასევე აიკრძალდება ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევა.

კანონით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც, ეს რეგულაცია 2018 წლის 1 მაისიდან შედის ძალაში.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მოწინააღმდეგებიც ბევრი ჰყავს და მომხრეებიც. მოწინააღმდეგეთა ბანაკს ძირითადად კერძო დაწესებულებები და თამბაქოს მწარმოებელი და დისტრიბუტორი ორგანიზაციები წარმოადგენენ. კომპანიების წარმომადგენლების აზრით, როდესაც საქმე ასეთ მსხვილ ბიზნესს ეხება, მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი უნდა გაითვალოს, კანონპროექტში კი ამგვარი ანალიზი არ დევს.

თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს დადებითად აფასებენ გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში“იარაღის ჩადებას აპირებდნენ” – ვინ არის პოლიციელი დავით კიკნაძე? -კაჭარავა დაკავების დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატიათორნიკე კაჭარავას აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა