16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტრონული სიგარეტის უკანონო რეკლამაზე ჯარიმების გაზრდას ითხოვს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისა და ჯარიმების მკვეთრი გაზრდის ინიციატივით მიმართავს. ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სოციალურ და ციფრულ მედიაში გახშირდა ინფლუენსერებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან თამბაქოს ალტერნატიული ნაწარმის უკანონო და არაეთიკური პოპულარიზაცია.

ალიანსის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი თამბაქოსა და ნიკოტინის საწუწნი ბალიშების რეკლამის ძირითადი სამიზნე მოზარდები და ახალგაზრდები არიან.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 2018 წლიდან მოქმედი კანონმდებლობით, თამბაქოს ალტერნატიული ნაწარმი, შესაბამისი აქსესუარები და მოწყობილობები თამბაქოს პროდუქციის ჩამონათვალშია შესული.

შესაბამისად, აკრძალულია:

ინტერნეტით ან ფოსტით საცალო რეალიზაცია: დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა პირველ ჯერზე 2 000 ლარს შეადგენს, ხოლო განმეორებისას — 4 000 ლარს;

რეკლამირება მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით (მათ შორის, ინტერნეტით): „რეკლამის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის დაწესებულია 5 000-ლარიანი ჯარიმა.

არსებული დარღვევების სიხშირის გამო, თამბაქოს კონტროლის ალიანსი მიიჩნევს, რომ მოქმედი სანქციები საკმარისად ეფექტიანი აღარ არის და აღსრულების მექანიზმებთან ერთად ფინანსური ჯარიმების მკვეთრი გაზრდაა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია
შემდეგი სტატიალარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა — სებ-ის ახალი მონაცემები