თამაზ მეჭიაურმა რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აინტერესებს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა რეზერვები და როგორ აისახა ის ლარის კურსზე. “გამოვითხოვე ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან. მაინტერესებს, როგორ იხარჯებოდა რეზერვები და როგორ აისახებოდა ეს ლარის კურსზე – რეზერვები, რომელიც გაიყიდა ამ პარასკევს. მაინტერსებს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ეს რეზერვები”, – განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა. მისივე თქმით, გამოსავლზე მთავრობა ეროვნული ბანკთან ერთად მუშაობს. “როგორც კი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ გეტყვით ჩემს აზრს”, – აღნიშნა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი კახა ცხადაძის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიასავალუტო ჯიხურებში დოლარის შეძენა 2.53-2.54 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი