თამაზ მეჭიაურის განცხადება აბსოლუტურად აცილებულია ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ კურსს

თამაზ მეჭიაურის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის იმ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანხმადაც, ის არსებული მოცემულობით ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

როგორც პრემიერმა განმარტა, მეჭიაურის განცხადება ”აბსოლუტურად აცილებულია” იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია.

„თამაზ მეჭიაურის განცხადებას რაც შეეხება, ნამდვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ”ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას გააჩნია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და პარტია ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპს გეორგიევსკის ბაფთა გადასცეს
შემდეგი სტატიაფაშიზმის გამარჯვების შემთხვევაში არავინ იცის როგორი მსოფლიო იქნებოდა დღეს