თამაზ მეჭიაური: უმრავლესობის დატოვება არ ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გუნდს დავუპირისპირდები

ჩემი უმრავლესობის დატოვება არ ნიშნავს, რომ არჩევნებამდე დავუპირისპირდები გუნდს, ჯინაზე ქმედებებს არ ვაპირებ, ეს ხელს შეუშლის მმართველ გუნდს, – ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება დააჩქარა პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომელმაც „ცალსახად დაიჭირა თინა ხიდაშელის მხარე.“

დეპუტატი „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ, არ გამორიცხავს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას.

„პატივს ვცემ ჩემს თანამოაზრეებს, ჯერ მათთან უნდა გავიარო კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვისთან ვითანამშრომლებ. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ „პატრიოტთა ალიანსს“. რაც შეეხება „მრეწველებს“ მათაც დიდ პატივს ვცემ, ბევრ საკითხში ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მეჭიაურის თქმით, უნდა დაჯგუფდნენ პოლიტიკური ძალები და გადაწყვიტონ, ვის უნდა ნატო და ვის რუსეთი.

„დაჯგუფდნენ ერთად ვისაც უყვარს ნატო, ვისთვისაც რუსეთია მხსნელი, ისინიც ერთად დაჯგუფდნენ, ვისთვისაც ეროვნული ინტერესებია ისინიც დაჯგუფდნენ და ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, ვის უჭერს მხარს. მე უფრო შუა, ეროვნულ ჯგუფში ვიქნები, რომელიც საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად საგარეო ვექტორი, შევეკითხები ხალხს. პლებისციტი – ნატოში შესვლა რომ ქართველი ხალხის არჩევანია, რასაც მოქმედი ხელისუფლებაც იზიარებს, ეჭვქვეშ დასაყენებელია”,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: თამაზ მეჭიაურმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება
შემდეგი სტატია“ლგბტ საქართველოს” ხელმძღვანელი სუს-ს ზეწოლაში ადანაშაულებს