პარტიის ერთიანი საქართველოსთვის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ეხმაურება.
დეპუტატი ამბობს, რომ კვლევები გაყალბებულია და ამას ადასტურებს ისიც, რომ მისი პარტია კვლევაში საერთოდ არ არის მოხსენიებული.
„თუნდაც იმიტომ, რომ ამ კვლევებში მოხსენიებული არ ვართ ჩვენ, აქედანვე ჩანს, რომ ეს კვლევები არის გაყალბებული და არის მხოლოდ და მხოლოდ სურვილების გადმოცემა, ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტებისა, რომელიც ამჟამად თანხვედრაშია ქართული ოცნების სურვილებთან და ოცნებებთან,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ NDI-მა დღეს საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ხოლო 26% – ნაციონალურ მოძრაობას.