თამაზ მეჭიაური: თუ შეიწყალა, ივანიშვილს უნდა მოვუხადოთ მადლობა, რადგან მან დანიშნა პრეზიდენტად

შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ 5 პირს? ეს კითხვა უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ისმის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ შეწყალების შემთხვევაში „მადლობა ბიძინა ივანიშვილს უნდა გადავუხადოთ, რადგან მარგველაშვილი მან დანიშნა“:

„ამ ხელისუფლებისთვის დაბრალებას, იმისა, რომ სასამართლოზე ახდენს ზეწოლას და სასამართლო თუ უსამართლოა, ამ ხელისუფლების ბრალია, მე ამაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან ამ სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა წინა ხელისუფლების მიერ არის დამტკიცებული. მე ადამიანურად რა თქმა უნდა მინდა, რომ ყველა პატიმარი დაუბრუნდეს თავის ოჯახს. რაც შეეხება შეწყალებას, ეს მისი გადასაწყვეტია, მარგველაშვილის, მაგრამ თუ ის შეიწყალებს, ბიძინა ივანიშვილს უნდა მოვუხადოთ მადლობა, რადგან მან დანიშნა მარგველაშვილი“, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში “ეროვნული სამოსის დღეს” გიორგი მარგველაშვილი დაესწრო
შემდეგი სტატიაახალციხეში მიწისძვრა მოხდა