თამაზ მეჭიაური: თბილისში მივდივარ და ყრილობაზე წავალ თუ არა, გზადაგზა გადავწყვეტ

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწვეტია, დაესწრება თუ არა “ქართული ოცნების” დღევანდელ ყრილობას.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე კიდევ იფიქრებს.

,,თბილისში მივდივარ და ყრილობაზე წავალ თუ არა, გზადაგზა გადავწყვეტ ამ საკითხს. თუ რაზეა ეს დამოკიდებული, ამას ვერ მოგიყვებით. ჯერ საიდუმლოა. ჯერ ერთი, ახლა რომ გითხრათ, გამიხარდა გუშინ რომ მივიღე მხოლოდ მოსაწვევი და თანაც გაურკვეველი სტატუსით, დაიჯერებეთ? . მე რომ გითხართა არასწორი, თქვენ ხომ პატივისცემას დაკარგავთ ჩემზე“,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო