თამაზ მეჭიაური: “რუსთავი 2”, რა ფორმითაც ის ახლა მაუწყებლობს, პირადად მე, მომწონს და ხელს არ მიშლის

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და პარტია “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი “რუსთავი 2”-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.

მისი თქმით, არცერთ დეპუტატს უფლება არ აქვს, განსაჯოს ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

“სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მით უფრო, როცა ეს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებაა. მე რა უფლება მაქვს, გამოვიდე ახლა და ვიძახო, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. არა ერთხელ მითქვამს, რომ “რუსთავი 2″, რა ფორმითაც ის ახლა მაუწყებლობს, პირადად მე, მომწონს და ხელს არ მიშლის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ობიექტური ტელევიზიაა. დემოკრატიული ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს შეიძლება ეს არ მოსწონდეთ”, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

სააპელაციო სასამართლომ “რუსთავი 2”- ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის წილების 60 % ქიბარ ხალვაშის მფლობელობაშია.

40 % კი კომპანია პანორამას, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ასევე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: ნამდვილად გასაკვირი იყო, რომ სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად იგივე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
შემდეგი სტატია(video) სააპელაციოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე და რეაქციები დარბაზში