თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებით სამართლებრივი გზა არსებობს

უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებით სამართლებრივი გზა არსებობს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს.

,,პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი გზა. ყველას აქვს განსაზღვრული თავისი სამუშაო ადგილი. მას თვითონვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის იქ არ აპირებდა მუშაობას. ამბობდა, რომ კარგად ეტეოდა იქ, სადაც იყო განსაზღვრული. მარგველაშვილზე გაცილებით წარმატებული და დიდი ქვეყნების პრეზიდენტები მუშაოებენ მაგის მეათედ ფართობზე. გადახედოს რომელს აქვს ასეთი პომპეზური შენობები. რამის თეთრ სახლზე დიდია“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე: როდესაც განცხადებებს ვაკეთებთ, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარი: უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საგარეო ფრთა ამ შემთხვევაში მოისუსტებს