თამაზ მეჭიაური: ფარულ ვიდეოჩანაწერებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შოუს ხასიათს მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით აქტიურად მიდის მუშაობა საგამოძიებო ორგანოებში.

“დავფიქრდეთ ვინ უნდა შევიდეს ამ კომისიაში, არანაკლებ ნახევრისა, თუ მეტი არა, უნდა იყოს ახლანდელი ოპოზიცია, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილზე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი თუ ჩართული არა, მინიმუმ ინფორმირებული მაინც უნდა ყოფილიყვნენ ჩანაწერებთან, მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მეორე მხრივ, უნდა შევიდეს ნახევარზე ნაკლები უმრავლესობა, ამ უმრავლესობიდან ზოგიერთზე არსებობს ეჭვი, რომ გააჩნიათ ჩანაწერები. ეს კომისია უნდა შევქმნათ იმ ხალხისგან ერთი, რომელიც მინიმუმ თანაუგრძნობდა ამ ჩანაწერებს, მეორე, იმ ხალხით, რომლეზეც ეს კომპრომატები გააჩანით. რამდენად ობიექტური იქნება ასე შექმნილი კომისია? მე მიმაჩანია, რომ გაცილებით ობიექტური იქნება გამოძიება იქ, სადაც მიმდინარეობს”, – განაცხადა მეჭიაურმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არანაირი მოტივი არ არსებობის იმისა, რომ პროკურატურას უნდობლობა გამოვუცხადოთ.

“არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გამოძიება დაიწყო და უკვე ყავს რამდენიმე ეჭვმიტანილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, მგონია, უნდა დაველოდოთ დასრულებას და თუ მერე მართლა იქნება გონივრული ეჭვი, არ არის გამორიცხული, რომ შეიქმნას კიდეც ასეთი კომისია. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს მიიღებს შოუს ხასიათს, რომელიც უფრო გადაფარავს და უფრო ააცდენს გზას გამოძიებას.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის ცენტრში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: იმედი მაქვს, რომ ლარი დასტაბილურდება და რყევები არ მოხდება