თამაზ მეჭიაური: NDI-ში ერთი რაც შეიცვალა – ნავარო შეცვალა შედარებით პოზიტიურმა ლორამ

NDI-ში ერთი რაც შეიცვალა – ნავარო შეცვალა შედარებით პოზიტიურმა ლორამ, – ასე ეხმაურება NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი თამაზ მეჭიაური.
მისივე თქმით, ”დანარჩენი იგივე სცენარია და შესაბამისად, იგივე შედეგები დგება ”ნაციონალური მოძრაობის” გასათეთრებლად.
“ერთი რაც შეიცვალა – ნავარო შეცვა შედარებით პოზიტიურმა ქალბატონმა, ლორამ. დანარჩენი იგივე სცენარია, იგივე შედეგები დგება ”ნაციონალური მოძრაობის” გასათეთრებლად”-, განაცხადა მეჭიაურმა.
რაც შეეხება NDI-ს კვლევის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც 61 პროცენტმა არ იცის, საპარლამენტო არჩევნებში ვის დაუჭერს მხარს, მეჭიაური ამ ნაწილში კვლევის შედეგებს ეთანხმება.
“ამ ნაწილში ვეთანხმები. ნახევარზე მეტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას ან საერთოდ წავა თუ არა არჩევნებზე. ეს სხვა კვლევებითაც დასტურდება. შესაძლოა, ეს პროცენტიც ზეპირად არის დასმული NDI-ს მხრიდან, რადგან რაღაც ხომ უნდა იყოს მართალი”, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტურია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე პოლიტიკაში მიდის?