თამაზ მეჭიაური NATO-ზე უარის თქმას არ გამორიცხავს

თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ნატო-ზე უარი განაცხადოს-განცხადება ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და მოტივად ქვეყნის ინტერესები დაასახელა.

„თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ეს საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაცულობას, მე უარს ვიტყვი ნებისმიერზე ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ის,“-აღნიშნა მეჭიაურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ეს იყოს ნატო, მან განაცხადა:

„რა თქმა უნდა ყველა შეიძლება იყოს“ და ასევე აღნიშნა, რომ ათავად ნატო გვეუბნება უარს მიღებაზე და ვერ ხვდება რატომ არის ამ საკითზე აურზაური.

banner
წინა სტატიაში„წინა პერიოდისგან განსხვავებით, არჩევნებზე ძალადობა არ იქნება“
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა