თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით რეფერენდუმი ხელახლა უნდა ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ნატოსთან დაკავშირებით რეფერენდუმი ხელახლა უნდა ჩატარდეს.

ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ პერიოდში, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა ყველა ფიქრობდა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.

„იმ პროცესებმა გვაჩვენა, რომ ნატოსკენ კი ვისწრაფით, მაგრამ სურვილები იქითა მხრიდან ისეთი არ არის, როგორიც ჩვენი მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა თავს არიდებს ღიად ჩვენი და უკრაინის მიღებას ნატოში იმ პრობლემებიანად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე თქმით, პრობლემებისგან განთავისუფლება ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი თქვას აფხაზეთისა და სამაჩალოს პრობლემაზე. „თუ არის ხელისუფლება მზად, რომ ეს ღიად უთხრას მოსახლეობას, რომ ერთადერთი გზა ნატოში შესვლის, არის უარის თქმა სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე ეს სხვა თემაა”, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკოსი უნდა ვაიძულოთ, ხალხის სასარგებლოდ იმუშაოს
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: ესაა მძიმე კრიმინალური შემთხვევა და უნდა დადგეს თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი