თამაზ მეჭიაური: მგონია, რომ ქვეყნის საგარეო კურსის სისწორეში პრემიერ-მინისტრიც არ არის დარწმუნებული

საპარლამენტო უმრავლეოსბის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ „ქვეყნის საგარეო კურსის სისწორეში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მთლად დარწმუნებული არ არის”.

ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართლ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდ პატივს ვცემ, პატივს ვცემ მის ხედვებსაც, უდაოდ გონიერი კაცია, მაგრამ მგონია, მთლად დარწმუნებული ისიც არ არის, რომ საგარეო კურსი სწორია”, – განაცხადა თამაზ მეჭიაუარმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტი იმისათვის, რომ აიძულოს ნატო, საქართველო თავის რიგებში პრობლემებთან ერთად მიიღოს.”მაშინ რატომ არის ჩემი ხედვა აცდენილი მთავრობის კურსთან”,-იკითხა დეპუტატმა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში“თუ გადადგებიან “რესპუბლიკელი” თანამდებობის პირები, მეც დავტოვებ პარტიას”
შემდეგი სტატიანატო: თუ შეკავების პოლიტიკამ არ იმოქმედა, ჩვენ მზად ვართ გავანადგუროთ რუსეთი