თამაზ მეჭიაური მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს აღარ იყრის

პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს აღარ იყრის.

მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ მხოლოდ პარტიული სიით, ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენი პარტიის მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატებს.მიუხედავად საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებისა, ჩვენი პარტია თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს, მის გუნდს და მზადაა, დადგეს მის გვერდით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობისას. არ დაგავიწყდეთ 7-იანის შემოხაზვა, მათ შორის „ოცნების“ წევრებსაც”,-წერს მეჭიაური სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში(video) უკრაინელმა ჟურნალისტმა კიმ კარდაშიანს უკანალზე აკოცა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მიესალმება