თამაზ მეჭიაური: ლევან ვასაძის ფინანსებს სუნი არ ასდის

ლევან ვასაძე ეროვნული პიროვნებაა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის,- ამის შესახებ პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი თამაზ მეჭიაურმა პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დაფინანსების წაყაროების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ნელა-ნელა მიიღებს.

„ჩვენ რეგიონებშიც გვყავს მომხრეები, რომლებიც თავად აგვარებენ მთელ რიგ საკითხებს, ზოგი დაგვეხმარება. უკვე რამდენიმე ოფისი მეგობრულად შემოგვთავაზეს, მოლაპარაკებები გვაქვს მეგობარ პარტიებთან. გვთავაზობენ, რომ არა კოალიციურად, არამედ ერთობლივად კოორდინირებულად ვიმუშავოთ და ჩავატაროთ არჩევნები”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე თქმით, ლევან ვასაძეს პარტიასთან თანამშრომლობა შესთავაზა.

„ლევან ვასაძესთან დაკავშირებით კიდევ ვიმსჯელებთ, გვაქვს დრო, თანმშრომლობა ნამდვილად შევთავაზეთ. იქნება თუ არა დამფინანსებელი, რატომაც არა, უარს არ ვიტყვითო, ის ეროვნული პიროვნებაა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ „აიფონ პლუსის“ და „ეფლსიტის“ მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაია მეტრეველი: “ქართულმა ოცნებამ” ნადვილად ბევრი კარგი საქმე გააკეთა, თუმცა არის საკითხები, რაშიც მათ აღარ ვეთანხმები