თამაზ მეჭიაური – ყველა გამოძიების დაწყებაზე თუ პრემიერი ჩაერევა, შედეგად ვერაფერს მივაღწევთ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გმობს ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას, მიუხედავად იმისა, რომ პეტრიაშვილმა თავის დროზე გააკრიტიკა და შეუარაცხყოფა მიაყენა.

ამის შესახებ მეჭიაურმა ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მან ასევე გამორიცხა რაიმე პოლიტიკური მოტივი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში.

“ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. პოლიტიკას გამოვრიცხავ და დანარჩენი არ ვიცი, დაველოდოთ გამოძიებას. მე მგონი არ უნდა ჰქონდეთ “თავისუფალ დემოკრატებს” საფუძველი, იფიქრონ, რომ გამოძიება ტენდენციურია. თუ აქვთ რაიმე არგუმენტი, კი ბატონო. მე, რა თქმა უნდა, ვგმობ ასეთ საქციელს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მან გამაკრიტიკა და შეურაცხყოფა მომაყენა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი საქციელი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი მიმართული, გამართლებულია, ეს რა თქმა უნდა დასაგმობია”, – განაცხადა მეჭიაურმა.

რაც შეეხება, “თავისუფალი დემოკრატების” მოთხოვნას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირების თაობაზე, მეჭიაურის თქმით, ყველა გამოძიების დაწყებაზე თუ პრემიერი ჩაერევა, შედეგად ვერაფერს მივაღწევთ.

banner
წინა სტატიაში“90-იანი წლების შემდეგ ასეთი დანაშაული არ მახსოვს,”- მამუკა კაციტაძე პეტრიაშვილის დაჭრაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის დავაზე დრამატული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული”