თამაზ მეჭიაური: ბიძინას ჩართულობას აღარ ექნება იმხელა ეფექტი, როგორც 2012 წელს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ წერილს მმართველი გუნდის დეპუტატი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა და განაცხადა, რომ-“ბიძინას ჩართულობა გარკვეულწილად გააძლიერებს ”ოცნებას”, მაგრამ ის არ იქნება იმხელა ეფექტის მატარებელი, როგორც 2012 წელს იყო”. მეჭიაური ასევე არ ეთანხმება ივანიშვილის მოსაზრებას საგარეო კურსთან დაკავშირებით.

„სურვილის მიუხედავად ვერ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას საგარეო კურსთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავს თავის მხარდაჭერას ევროატლანტიკური კურსისადმი და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ, თუმცა იქ მე ვერ ვნახე დასაბუთება ან ოპტიმიზმის საფუძველი. დანარჩენი, რა თქმა უნდა, წერილში საუბარი იყო მიღწევებზე ადამიანის უფლებების კუთხით, სიტყვის თავისუფლების, ჯანდაცვის მიმართულებით. სამუშაო ადგილებს რაც შეეხება, მინდა ვთქვა, რომ ნაწილობრივ სადღაც შემცირდა, სადღაც მეტი შეიქმნა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლიანობაში ამ კუთხით ვითარება მკვეთრად დადებითად შეიცვალა“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მეჭიაური მედიისა და სასამართლო ხელისუფლების ნაწილში ექს-პრემიერს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მედია ზომაზე მეტად თავისუფალია, რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, დეპუტატის თქმით, სისტემა ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფალია, მაგრამ არ არის თავისუფალი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის განხორციელებისგან.

banner
წინა სტატიაში“ხომ ვიცოდი რაც იქნებოდა, მაინც მოლოდინს გადააჭარბა” – გია თევდორაძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე
შემდეგი სტატიარომან კაკულია: ბიძინა ივანიშვილის წერილში ყველა ძირითად საკითხზე პასუხი გაცემულია