თამაზ მეჭიაური ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს ყრილობის შემდეგ გაივლის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და ის ივანიშვილს „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ შეხვდება.

„ასეთ საკითხს ტელეფონით არ წყვეტენ, მაგრამ მქონდა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, რომ მასთან საკონსულტაციო მაქვს. გადავწყვიტეთ, რომ ყრილობის შემდეგ გაიმართებოდა ეს შეხვედრა. მე არ მივდივარ არსად, უბრალოდ ვთქვი, რომ ბევრი რამ არის ჩემთვის მიუღებელი. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავივლით. თუ მათ აქვთ რამე არგუმენტი, რომელიც აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, შეიძლება მე ეს არგუმენტი გავიზიარო. მე მგონია, რომ არ არსებობს ამ ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ჩვენ ნატო-ში ვინმე მიგვიღებს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

იგი ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე დეპუტატების მოწვევის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სავარაუდოდ ყრილობაზე უმრავლესობის ყველა დეპუტატი იქნება მიწვეული.

„ყველას მოწვევა ერთად იქნება. პარლამენტარები ისედაც მიწვეულები არიან. როგორც ყრილობისთვის აჯობებს, ისე მოვიქცევი და არა ჩემთვის. არ მინდა გარკვეული დისონანსი შევიტანო იქ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

”ქართული ოცნების” ყრილობა 14 მაისს, 16.00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი – მეჭიაურის და ”ქართული ოცნების” გზები გაიყარა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა და BP-ის აღმასრულებელმა დირექტორს შეხვდა