თამაზ მეჭიაური: არავისთვის ხელი არ დამირტყამს, რომელი რემბო მე მნახეთ

დეპუტატი თამაზ მეჭიაური პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილისთვის ხელის დარტყმას არ ადასტურებს. “არავისთვის ხელი არ დამირტყამს. რომელი რემბო მე მნახეთ. გგონიათ ამხელა აქციას ხელით მარტო მოვერეოდი? საჭეც არავის ეკავა და რა უნდოდათ ისიც არ ვიცი”, – განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა.
აღნიშნულ ინციდენტზე საუბრისას მან განმარტა ისიც, რომ პარლამენტმა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი ისე უნდა გადაწყვიტოს, რომ არც რიგითი მოქალაქეები დაზარალდნენ და არც იმპორტიორები.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დეპუტატ თამაზ მეჭიაურსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თამაზ მეჭიაურს, რომელიც პარლამენტში მივიდა, აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის მტკიცებით, აღნიშნულის გამო მას დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში გაარტყა.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე “გაზპრომის” საკითხზე სასაუბროდ პარლამენტში არ მივა