თამაზ ლომიძე: “ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს

“ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს. მათი ცოდნა საჭიროა, მაგრამ არა მათით ხელმძღვანელობა. იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით.

იყო ებრაელთათვის მოსეს რჯულში მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ იესო ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული. როცა მრუში ქალი მიუყვანეს და სთხოვეს დასტური მის ჩასაქოლად, ქრისტე, თავადაც ებრაელი, იუდეველი და რჯულის მორჩილი, არ არღვევს მოსეს რჯულს და არ ამბობს, რომ ჩაქოლვის ღირსი არ არის ქალი რჯულის მიხედვით, მაგრამ ეუბნება: მის მოსაკლავად მან ისროლოს პირველი ქვა, ვინც თავად უცოდველიაო. ამას კი ვერავინ იტყოდა იქ მდგომთაგან, ყველა თავადაც ცოდვილი იყო მრუშობის ცოდვით, თუ საქმით არა, ფიქრით და სურვილით მაინც. ამიტომ მხილებულებმა დაყარეს ქვები და ვეღარ ჩაქოლეს ცოდვილი. ესაა სწორედ ქრისტეს რჯული, ღვთის მონებისთვის კი არა, არამედ უკვე ცოდვის მონობიდან გამოსყიდული ღვთის შვილებისთვის მოცემული, ბევრად მაღალი და ღვთაებრივი.

თუ საკუთარი შვილი არ გისმენს, არ გემორჩილება და მტრად მოგეკიდა, ხელი კი ნუ აგქავდება მის საცემად და დასასჯელად, არამედ დაფიქრდი: თავისუფალი ხარ დანაშაულისგან მის წინაშე? მისი დაბადებიდან, სულ თოთოობიდან ყველაფერი სწორად და მართებულად გააკეთე მის აღზრდაში? არაფერი შეგშლია და არ შეგიცოდავს მის წინაშე? ასე უნდა ფიქრობდეს ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი მშობელი”.

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე და მიტროპოლიტი იოანეს მხრიდან მოსეს რჯულის ციტირებას ეხმაურება.

banner
წინა სტატიაშისაია-ს დასკვნა ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ფაქტიურად, არ არსებობდა ზღვარი ქართულ ოცნებასა და ადმინისტრაციულ რესურს შორის – დამენია
შემდეგი სტატიამეუფე შიომ რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა