თამაზ ხუბუა: საქართველო, გევალება აფხაზეთი!

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,გასაკვირი როდია, რომ მსოფლიო პოლიტიკის უმთავრესი მოთამაშე ქვეყნის პოლიტიკურ–სახელმწიფოებრივი წონით მეორე პირის საქართველოში ვიზიტი აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას–მათ შორის მეც– უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივების გადასახედიდან.
ნაადრევი და წინმსწრები დასკვნების გაკეთებისაგან თავს ვიკავებ(არაერთი იმედგაცრუების მომსწრნენი ვართ), მაგრამ პირველადი მოწონების გამომწვევი ჩემში ის გახლავთ, რომ:
1. ორივე ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების ფონზე, როგორც საქართველოა დაინტერესებული აშშ–ს მხარდაჭერაში, ასევე აშშ–ც ეძებს მტკიცე დასაყრდენს საქართველოში, როგორც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური რეგიონის ქვეყანაში.
2. ბატონმა მ.პენსმა, პირველად მსგავსი ფორმატის ვიზიტების ფარგლებში, დაუფარავად და მკაფიოდ გააჟღერა კრიტიკა–მართალია წინა ადმინისტრაციის მისამართით, მაგრამ მაინც თვითკრიტიკულად–, იმის გამო,რომ აშშ თავისი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს მომავალში დაიცავს არამარტო ვერბალური გაცხადებებით,არამედ პრაქტიკული ქმედებებითაც, რაც წარსულში ხშირად არ მომხდარა და რამაც აშშ–ს პარტნიორებში სამართლიანი იმედგაცრუება გამოიწვია.
3. არ მგონია არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ჩამოსვლა და საქართველოს ქალაქების გავლით ნატოს სამხედრო შენაერთების პომპეზური მარშ-გადადგილება ფაქტების ,,შემთხვევითი” დამთხვევა ეგონოთ. და თუ მაინც მოიძებნებიან ასეთები, პირდაპირ ვიტყვი: მე ,,მშურს” მათი მიამიტობის!
და ბოლოს უმთავრესი: აშშ-დან წამოსული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მესიჯები საჭიროებენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივ, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით გაჯერებულ უაღრესად ჭკვიანურ(!) საპასუხო, თანმიმდევრულ და მუხლჩაუხრელ ქმედებებს, რისი ძალიან დიდი იმედები მრჩება!
საქართველო, გევალება აფხაზეთი!-აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი თამაზ ხუბუა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ხელისუფლება რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას არა მარტო პროდასავლური ოპოზიციისა და მედიის დევნით
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია: „დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა საკუთარი ტერიტორიების  დაბრუნებას აღნიშნავს“