თამაზ ხუბუა: საქართველო და ქართველებო, გვახსოვდეს: უაფხაზეთოდ ნებისმიერი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი ეროვნულ ფასეულობებს მოკლებულია

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,

“ერთმა ჩემმა ახლობელმა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, განსაკუთრებით კი კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობისას, როგორღაც მკითხა-,,შენ, როგორც პოლიტიკოსს, რა გინდა?”. ჩემ ვიზავის საჯაროდ ვპასუხობ:
მე მინდა, მქონდეს შესაძლებლობა აფხაზეთში, გალში, ჩემი საკუთარი სახლიდან, თვალყური მივადევნო განვითარებული, მთლიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ყოველდღიურ ყოფას; მე მინდა, ჩემი უფლებები და თავისუფლებები ყოველმხრივ დაცული იყოს; მე მინდა, ჩემი ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების განმსაზღვრელი არ იყოს ფსევდო-პატრიოტი ,,ისტების” გაუთავებელი დომინირება. გამომდინარე აღნიშნულიდან, დაუოკებელი სურვილი მაქვს ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ ძალები-იქნება ეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თუ ცალკეული პოლიტიკური მოღვაწე-, რომლებსაც ხელეწიფებათ მილიონობით ქართველისა და საქართველოში მცხოვრები არაქართველის, საკუთარ ქვეყანაში იძულებით ადგილნაცვალი მოქალაქეების ანალოგიური ნებელობისა და ნატვრის რეალობად ქცევა!
აი, რა მინდა მე! აი, რა უნდათ ჩემ თანამემამულეებს!
მავანმა შეიძლება ირონიითა და სარკაზმით მიმითითოს-,, ბევრი ხომ არ მოინდომე, ჩემო ძმაო?!”. სრულებითაც არა: ესაა მინიმუმი, რასაც ერი და სახელმწიფო იმსახურებენ და, რაც მთავარია, ისინი ერთხელ და სამუდამოდ შეუქცევადად შესრულებადია!
საქართველო და ქართველებო, გვახსოვდეს: უაფხაზეთოდ ნებისმიერი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი ეროვნულ ფასეულობებს მოკლებულია და ქვეყნის მომავალს ბუნდოვნად ტოვებს და დატოვებს შემდგომშიც!”,-წერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გამსახურდია – ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს საქველმოქმედო ფონდი ქართუ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი