თამაზ ელიზბარაშვილის სახლთან პოლიციის მობილიზაციაა – მანქანის შემდეგ სამართალდამცველებს მისი საცხოვრებლის გაჩხრეკაც სურთ.
ელიზბარაშვილი პოლიციას სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს და ამბობს, რომ იქ არასრულწლოვანები იმყოფებიან.
თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს პოლიცია ჩხრეკს. როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
მანამდე სოციალურ ქსელში მისმა ადვოკატმა დაწერა:
“Sos! ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს თამაზ ელიზბარაშვილს ორი დღის წინ თავს დაესხა სავარაუდოდ იმედის ჟურნალისტების 8 კაციანი ჯგუფი! ახლა კი აქეთ აკავებენ და ჩხრეკენ თამაზს!”















