17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

თამაზ ელიზბარაშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკის პროცესს ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრება.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველები ბინაში იარაღს ეძებენ.

მანამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკეს, სადაც ასევე ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშისვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიააფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას ხვალ, 2 სექტემბერს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ