14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში პოლიციაა მობილიზებული

გივი სვანიძის ქუჩაზე, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში პოლიციაა მობილიზებული.

ინფორმაციას “პირველებს“ თავშესაფრის მენეჯერი უდასტურებს. მენეჯერი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.

ადგილზე ადვოკატის მისვლას ელოდებიან.

ამასთან, პოლიცია აკონტროლებს ამავე მისამართზე არსებულ კომპანიას “ელიზ ჯგუფს“.

ცოტა ხნის წინ თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს. მას ხელბორკილები სამართალდამცველებმა საკუთარ ბინაში დაადეს. ადგილზე ხმაური იყო.

მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე დარტყმები განაახლეს
შემდეგი სტატიადიტო სამხარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „თვითაღიარებული კრიმინალი დეგრადაციის უმაღლეს დონემდე დაეშვა“