15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: დაკავებული ბიზნესმენი ბრალს არ ეთანხმება

დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. უფლებადამცველის, სვიმონიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და მომხდარის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვება.

ელიზბარაშვილს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც მუქარას გულისხმობს.

ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით, მხარეებს შორის წარსულში პირადი კონფლიქტი არ არსებობდა და დაძაბულობა სოციალურ ქსელში ელიზბარაშვილის აქტივობამ გამოიწვია.

„ბატონი თამაზი არ ეთანხმება ბრალს და მასში მითითებულ გარემოებებს, მისი ვერსია აბსოლუტურად განსხვავებულია. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ კონფლიქტი და მათ შორის დაძაბულობა გამოიწვია თამაზ ელიზბარაშვილის წარსულში სოციალურ ქსელში აქტივობამ. ბატონი თამაზი წავიდა იმისთვის, რომ ცოლ-შვილი დაეტოვებინა სახლში და მობრუნდა იმისთვის, რომ თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდათ, დაესვათ, რათა მომავალშიც არ მომხდარიყო რაიმე სახის დაძაბულობა. ამით მან საკუთარი ოჯახი კონფლიქტს აარიდა“, — განაცხადა ადვოკატმა.

სვიმონიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, იარაღის უკანონო ტარებასა თუ გამოყენებაზე ბიზნესმენისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

„იარაღთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი არ აქვს. სასამართლოში, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით წარვადგენთ შუამდგომლობას გირაოს შეფარდების თაობაზე“, — აღნიშნა უფლებადამცველმა.

banner
წინა სტატიაშილაზარე ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა დასრულდა — დაცვის მხარის განმარტება
შემდეგი სტატიაბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა- არიან დაშავებულები