25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ელიზაბარაშვილი სამართალდამცველებმა ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს.

მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები უკანონო იარაღს ეძებდნენ. საგამოძიებო მოქმედებებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა, რომელიც პროცესს სოციალურ ქსელში ლაივ-რეჟიმში აშუქებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სახლში სამართალდამცველები ერთდროულად შევიდნენ, გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს.

სახლის ჩხრეკამდე კი ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკეს, სადაც ასევე ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას ხვალ, 2 სექტემბერს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება