თამაზ ჩოჩია: ყველამ, მტერმა და მოყვარემ უნდა შეიგნოს-სოხუმის ქართველობა ყოველთვის იდგნენ საქარველოს ერთიანობისა და მთლიანობის პოზიციებზე

დღეს, სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავზე, ინტერნეტში ვიღაცის პოსტი დაიდო: “აფხაზეთი იმ დღესდეცა, როცა იქაურ(!) ქართულ ოჯახში პირველად დედა შვილს და ცოლი ქმარს რუსულად დაელაპარაკა.” ეს “გამჭრიახი” გონების “ანალიტიკოსი” ამის მომიზეზებით აფხაზეთის ქართველობას, არც მეტი და არც ნაკლები, სოხუმის მტრისთვის ჩაბარებაში ბრალს დევს. ეს რომ ერთი შემთხვევა იყოს, კაცი ხელს ჩაიქნევდა-რა სისულეაო. მაგრამ ასეთი სისულელე ადრეც არაერთხელ გამოთქმულა სხვადასხვა დონეზე, იმათ მხრიდან, ვისაც დენთის სუნი არ უყნოსია, იმ ავბედით დღეებში სოხუმში არც ყოფილა. ბევრი მათგანი 08-08-08-ში სომხეთისადა აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნკთებთან იდგნენ და მანქანების დაბინდულ მინებს ფხაჭნიდნენ. ათიოდე წლით ადრეასეთივე ბრალდებით “იმედის” 30-ანი სიუჟეტი , ჩემი მონაწილეობით, დასრულდა დიქტორის სიტყვებით-სოხუმი დაეცა , რადგანაც იქაური ქართველები რუსულად ლაპარაკობდნენ. მაშინ მე პასუხი გავეცი ვრცელი სტატიით, რომელიც ცხონებული გერმანე ფაცაციას ჩარევის შემდეგ უფასდ გამოქვეყნდა ” საქ. რესპუბლიკაში”.

ყველამ, მტერმა და მოყვარემ უნდა შეიგნოს-სოხუმის ქართველობა ყოველთვის იდგნენ საქარველოს ერთიანობისა და მთლიანობის პოზიციებზე. ისინი, მთელი აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ვაჟკაცების მხარში დგომით, 13 თვე და 13 დღე სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირულთა სიცოცხლის ფასად იცავდნენ მშობლიურ ქალაქს. რა თქმა უნდა,ერთი-ორი , შესაძლოა მეტიც, ჩვენშიც იყო მოღალატე და გამყიდველი.

სამწუხაროდ მათი სახალხოდ სააშკარაოზე გამოყვანა დღემდე არ მომხდარა. როგორც იტყვიან ხოლმე, ხალხი უნდა იცნობდეს არა მარტო თავის გმირებს, არამედ მოღალატეებს. თორემ გმირთა მოედანზე მემორიალთან, ომში დაღუპუთა პანთეონში, ხალხმრავლობისას, სხვებთან ერთად დადგება მოღალატე უტიფრად, თავჩაქიდრული და დამჭუხრებული ჰაბიტუსით და არავინაა გამკითხავი, რომ უთხრას-აქ შენი ადგილი არ არის!-წერს ჟურნალისტი თამაზ ჩოჩია “ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ეკა ბესელიას შეხვდა
შემდეგი სტატიამთავრობამ ჰუსეინ მაჩალიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა