თამაზ ახობაძე – 7 ნაბიჯი, როგორ გადავრჩეთ თეა წულუკიანის პირობებში

მოძრაობა “დროას” წევრი თამაზ ახობაძე 7 ნაბიჯს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის პირობებში მის თანამშრომლებს გადარჩენაში დაეხმარებათ.

1. იყავით სუფთა საჯარო მოხელე – არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებას/თხოვნას

სანამ კომფორტულად ხართ მმართველ ძალასთან, მანამდე ყველა უკანონობა შეიძლება შეგრჩეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სისტემა ამას იმახსოვრეს და როგორც კი განსხვავებულ აზრს გამოავლენთ, ყველაფერი შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ასე რომ არასოდეს დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებას, თუნდაც ერთი შეხედვით ეს იყოს ძალიან მარტივი რამ.

2. შეაგროვეთ მტკიცებულებები – დასვით შეკითხვები

ნებისმიერ უკანონო მითითებაზე, შეინახეთ მტკიცებულებები. თუ მეილით არის მოწერილი, გადაიგზავნეთ პირად მეილზე. თუ სიტყვიერად გითხრეს, ეცადეთ წერილობითი შეკითხვები დასვათ.

3. ნუ შეიქმნით ცრუ იმედებს – ეს მხოლოდ დაგაზიანებთ

ნუ გგონიათ, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც გიღიმოდათ, თქვენს პოზიციაზე იქნება, დაგიცავთ, თქვენს გამო სამსახურს დაკარგავს. არა! უამრავი ახსნა აქვს ამას: ოჯახი ყავს სარჩენი, კარიერა უნდა განივითაროს, უბრალოდ მედროვეა. არ დახარჯოთ სიბრაზეზე ენერგია.

4. იპოვეთ კარგი ადვოკატი – თუ ვერ იპოვეთ, იყავით ეს თქვენ!

ალბათ ყველაზე რთული შესასრულებელია, მაგრამ თუკი თქვენს ადვოკატს არ სჯერა თქვენი, ემოციურად არ არის თქვენთან, ასეთ საქმეს ვერ მიიყვანს ბოლომდე. გამოიყენეთ ყველა რესურსი, მათშორის თავად იმუშავეთ ადვოკატთან ერთად. ისწავლეთ. საშუალო ადვოკატს სჯობს, თქვენ თავად გაერკვეთ და ლიდერობა აიღოთ საქმის მიმდინარეობისას.

5. სასამართლოს ყოველი სხდომის წინ მოემზადეთ – მოსამართლეებს მოსწონთ მომზადებული მხარე

შეიძლება გეგონოთ, რომ უკვე მილიონჯერ გაიარეთ საქმე და ზეპირად იცით ყველაფერი. არა! გადახედეთ და მოემზადეთ ყოველი სხდომის წინ. სისტემას ხშირად ჰგონია, რომ ყველაფერი მათ ხელშია და მარტივად მოიგებენ სასამართლოს. სწორედ ეს აქციეთ თქვენს უპირატესობად.

6. სასამართლო საკმარისი არაა – თქვენ ინფორმაციულ ომში შეხვედით

გახადეთ თქვენი ბრძოლა რეზონანსული. სისტემას ყველაზე მეტად ინფორმაციული დარტყმები არ მოსწონს. გამოიყენეთ ყველა რესურსი: მედია, პროფესიული ჯგუფები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საელჩოები. და არ დანებდეთ თუ მათგან მყისიერ რეაქციას არ ექნება ადგილი. გახსოვდეთ, თუ თქვენი ამბავი კულუარებში ტრიალებს, უკვე აწუხებთ სისტემას.

7. არ დაიღალოთ – გამოიზოგეთ ენერგია

გახსოვდეთ, პროცესი ხშირად ძალიან ხანგრძლივია. გამოიზოგეთ ფიზიკური და ფსიქიკური ენერგია.

banner
წინა სტატიაშივაშლიჯვარში, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებისთვის მერია 7 მილიონს დახარჯავს
შემდეგი სტატიადეპუტატი ზაალ მიქელაძე „ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა