თამაშიდან გაგდებული მეკარე და ოთხი უპასუხო გოლი – გაბელიამ ისევ გაიბრწყინა (ვიდეო)

36 წლის ქართველი ლეგიონერი ფეხბურთელი გულნარა გაბელია, რომელიც უკვე მე-11- სეზონს ატარებს ყაზახურ ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ბიიკ კაზიგურტში,, ამჯერადაც ამ კლუბის წარმატების მთავარი საბაბი გახდა.
შოტლანდიაში გამართულ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნიტში, სადაც ოლიმპიური სისტემით ასპარეზიბისას, პირველ მატჩი, ყაზახებმა სლოვაკეთის ,,სლოვენი,, დაამარცხეს, ანგარიშით 4:0.
თამაშის მე-10 წუთზე, ყაზახური კლუბის ქართველი ლეგიონერი, პირისპირ გავიდა სლოვაკ მეკარესთან და მოატყუებით ჩამოიტოვა ის… პასუხად კი მეკარემ გაბელია წააქცია, რის გამოც მსაჯის მიერ წითელი ბარათით იქნა მინდვრიდან გაძევებული…
10 კაცით დარჩენილ სკოვაკებს, ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდილ და ევროპულ რეიტინგებში, საუკეთესსო 15 კლუბში მყოფ ყაზახურ კლუბთან თამაში ძალიან გაუჭირდათ და მათ ორივე ტაიმში 4 უპასუხო გოლი მიიღეს… ოთხიდან სამი გოლი – გაბელიას საგოლე პასს მოჰყვა, ხოლო მეოთხე, ასევე გაბელიას მიერ დაწყებული კომბინაციის შედეგად გავიდა.
ყაზახები ჯგუფური ტურნირის ფინალაში, მასპინძელი შოტლანდიის ,,გლაზგო სიტის,, შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ, ჯგუფის პირველ მატჩში მალტის ბირკირკარა 3:0 დაამარცხეს.

 

https://youtu.be/72S2H5HX2q8

 

banner
წინა სტატიაშიხანდაზმული ქალის რჩევა რომელსაც უდიდესი გამოცდილება ააქვს
შემდეგი სტატია„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ჩვენი მიზანი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა